Belive

,,ესპანეთთან შეხვედრაში ჩვენი შანსები აუცილებლად გვექნება'' - საქართველოს ნაკრების პირველი ვარჯიში ესპანეთში

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთთან მატჩის წინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ვარჯიში ჩაატარა.

ვარჯიშში მონაწილეობა 23-მა ფეხბურთელმა მიიღო, არ უვარჯიშიათ საბა ლობჟანიძესა და გიორგი გულიაშვილს, რომლებიც ნაკრებს დღეს შეუერთდნენ.

მომავალი შეხვედრების შესახებ საბა გოგლიჩიძემ და ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრეს:

,,რთული თამაში გველის. ამ ეტაპზე ესპანეთთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულები. ვიცით, რომ მეტოქე ძლიერია, თუმცა ეს ფეხბურთია და ასი პროცენტით მობილიზებულები გავალთ სტადიონზე. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგ შედეგს მივაღწიოთ. სანაკრებო პაუზის წინ, კლუბში 90 წუთი ვითამაშე და სრულად მზად ვარ, რომ დავეხმარო გუნდს.'' - საბა გოგლიჩიძე
,,ძალიან რთული გასვლითი მატჩები გვაქვს ჩასატარებელი. ვფიქრობ, აუცილებლად გვექნება ესპანეთთან შეხვედრაში ჩვენი შანსები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დადებითი შედეგის დასაფიქსირებლად. თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სექტემბრის შეკრების შემდეგ, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მოახლოებულ მატჩებისთვის კარგ კონდიციაში ვყოფილიყავი და მზად ვარ იმისთვის რომ ნაკრებს დავეხმარო.'' - ანზორ მექვაბიშვილი

საქართველოს ნაკრები ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. 11 ოქტომბერს ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთს დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთს ესტუმრება.

nakrebi.ge

სხვა სტატიები