Belive

რა უთხრა ხვიჩამ სარაპის შორეული დარტყმის შემდეგ, რაზეც უკრაინელს გაეცინა

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოსა და უკრაინის შეხვედრის შემდეგ, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ედუარდ სარაპი ჟურნალისტთან მატჩის ერთ-ერთ საინტერესო ეპიზოდს იხსენებს.

სარაპის შორეული დარტყმის შემდეგ, მასთან ხვიჩა კვარაცხელია მივიდა და რაღაც უთხრა, რაზეც უკრაინელ ფეხბურთელს გაეცინა. სწორედ ამ დიალოგზე ჰკითხა ჟურნალისტიმა ცენტრალურ მცველს:

ჟურნალისტი - როდესაც კარის მიმართულებით დარტყმა გაბედე, ხვიჩა რაღაცაზე მოგიახლოვდა და ამის შემდეგ გაგეცინა. რა გითხრა მან?

სარაპი - მითხრა, ნამეტანია, ძმაო, მამარდაშვილი კარგი მეკარეაო (იცინის)... თუმცა, ყველაფერი შესაძლებელია.

საქართველოსა და უკრაინის მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. ჩვენი გუნდი მომავალ შეხვედრას პარასკევს, 2 ოქტომბერს, უნგრეთთან სტუმრად გამართავს.

View this post on Instagram

A post shared by УКРАЇНСЬКА АСОЦІАЦІЯ ФУТБОЛУ (@uafukraine)

სხვა სტატიები