საქართველოს ნაკრების საბოლოო განაცხადი უნგრეთთან მატჩისთვის
დღეს, ერთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები უნგრეთს ესტუმრება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.
ეროვნულ გუნდში თავდაპირველად გამოძახებული 28 ფეხბურთელიდან დღევანდელი მატჩისთვის 23 მოთამაშე შეირჩა.
საბოლოო განაცხადში საბა ხარებაშვილი, ილია ბერიაშვილი, ნოდარ ლომინაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი და გიორგი გაგუა ვერ მოხვდნენ. გუნდს მეცის შემტევი, გიორგი აბუაშვილი შეუერთდა.
საქართველოს ნაკრების სამატჩო განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), დავით კერესელიძე (დილა, საქართველო)
დაცვა: ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერ, აშშ), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), საბა ლობჟანიძე (რეალ სოლტ ლეიქი, აშშ) ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი).