Belive

რამაზ სვანაძე: ,,რთულ და თანაბარ თამაშს ველი''

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, უკრაინასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,გვესმის, რომ ახლა უკრაინის ნაკრებს მარტივი პერიოდი არ აქვს. თუმცა, კარგად ვიცით ამ გუნდის შესაძლებლობები და პატივს ვცემთ მის მწვრთნელსა და ფეხბურთელებს. დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინას გაცილებით უკეთესი თამაშის ჩვენება შეუძლია.

ძალიან რთულ და თანაბარ ბრძოლას ველოდები. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ძლიერ ხასიათს გამოავლენენ ფეხბურთელები. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მომზადება და განწყობა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგვეხმარება.

სტანდარტულ შესარჩევ ციკლში საკმარისი დრო გვექნება საიმისოდ, რომ გუნდმა საკუთარი ხელწერა იპოვოს. ამ პროცესს პირველივე დღიდან შევუდექით. სანაკრებო ფეხბურთის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს იოლი არ იქნება, მაგრამ ჩემი სურვილია, ყოველ მომდევნო შეკრებაზე გუნდს პროგრესი ეტყობოდეს. თუმცა, ახლა კონცენტრირებულები ხვალინდელ მატჩზე ვართ.

უკრაინის ჩემპიონატიდან ნაკრებში 3 ფეხბურთელი გვყავს გამოძახებული, თუმცა ძირითად შემადგენლობაზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.'' - რამაზ სვანაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის დასკვნითი, მე-6 ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ხვალ 23:45 საათზე დაიწყება. 5 ტურის შემდეგ, საქართველოს 2, უკრაინას კი 4 ქულა აქვს.

სხვა სტატიები