ლაშა დვალი: „რთული პერიოდი გვიდგას, თუმცა ერთიანობითა და მოედანზე ბრძოლისუნარიანობით ვუმკლავდებით“
7 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში, ჩრდილოეთ ირლანდიასთან გასამართი მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, რამაზ სვანაძესთან ერთად პრესკონფერენციაზე ლაშა დვალიც გამოცხადდა.
ნაკრების ცენტრალურმა მცველმა მედიასთან საუბარში განაცხადა:
„11 დღეში ოთხი თამაშის ჩატარება ადვილი არ არის, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. ხვალინდელი მატჩისთვის ფიზიკურად მზად ვართ. რთული პერიოდი გვიდგას, თუმცა ერთიანობითა და მოედანზე ბრძოლისუნარიანობით ვუმკლავდებით“ - ლაშა დვალი
„ნეგატიურ ჭრილში ყველაფრის წარმოჩენა ჟურნალისტების საქმეა, ჩვენ კი გვინდა, ყველაფერი პოზიტიურად დავინახოთ. ფეხბურთის სპეციფიკაა, რომ როდესაც რაღაც ისე არ მიდის, მაშინვე კრიტიკა იწყება.
ბრიტანელ გულშემატკივრებზე ვიცით, რომ ისინი გუნდს ბოლომდე უდგანან გვერდით, თუმცა ჩვენც გვყავს ქომაგები, რომლებიც გამარჯვებას ელოდებიან“ - ლაშა დვალი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას 5 ოქტომბერს, უინძორ პარკზე დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.