საქართველოს ნაკრების ექიმი: ,,შენგელიას მცირე მოტეხილობა აქვს''
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმმა, დათო ხარაბაძემ, ლევან შენგელიასა და ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ორივე ფეხბურთელს გუშინდელ ფინალურ მატჩში მოედნის დატოვება იძულებით, ტრავმის გამო მოუწიათ:
,,ხვიჩა კვარაცხელია ნორმალურადაა. დაჭიმულობა იყო უბრალოდ, მეტი არაფერი. უნდა ვთქვათ, რომ ხვიჩა სერია A-შიც მატჩებს უცვლელად თამაშობს, ეს დიდი დატვირთვაა, უკვე სეზონის ბოლოა, ამიტომ კუნთების პრობლემამ იჩინა თავი, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა.
რაც შეეხება ლევან შენგელიას, მას მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ საგანგაშო არაფერია. რამდენიმე კვირაში ის მწყობრში იქნება. ევრო 2024-ზე ლევანი აუცილებლად ითამაშებს. - დათო ხარაბაძე
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთს პენალტების სერიაში მოუგო და ტურნირის საგზური გაიფორმა.
სტატიაში გამოყენებულია გიორგი არჯევანიძის ფოტო