Le Parisien: "კვარაცხელია მორცხვად თამაშობდა"
15 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის თასზე ხვიჩა კვარცხელიას დებიუტი შედგა. მასპინძელი "ლე მანის" წინააღმდეგ, ქართველმა სრულად ითამაშა. პარიზელებმა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე (0:2) მოიგეს და ტურნირის 1/4 ფინალში გავიდნენ. შეფასებების მიხედვით, ხვიჩა ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა საგოლე მოქმედება არ ჰქონია. მის თამაშს პარიზული გაზეთი გამოეხმაურა.
თუ მისი პირველი მატჩი "რეიმსის" წინააღმდეგ ძალიან კარგი იყო, სადაც 23 წლის გარემარბმა საგოლე გადაცემა შეასრულა, ლე მანთან მას ჰქონდა ტექნიკური უზუსტობები და ოპონენტებთან დარჩენილი ხშირად აღმოჩნდა მინდორზე წაქცეული. ის ცდილობდა კავშირი ჰქონოდა ლუკას ერნანდესთან და სენი მაიულუსთან, თუმცა მისი 'მოუსვენარი' გუნდელებისგან იმავეს ვერ იღებდა.
ერთ მომენტში, როცა ყველაფერი კარგად გააკეთა და იფიქრა, რომ საგოლე გადაცემა ჩაიწერა, აშრაფ ჰაკიმმა არ დაუფასა და ერთი-ერთზე დიდებული მომენტი გააფუჭა.
ასეთი მორცხვი თამაშის შემდეგ, ძნელად წარმოსადგენია, რომ ლუინ ენრიკე შეტევაში იერარქიას შეცვლის, თანაც ძველი ლიდერები ამტკიცებენ, რომ კარგ ფორმაში არიან.
დემბელეს არყოფნამ დაადასტურა, რომ ის ნომერ პირველი მოთამაშეა, ბარკოლა ადასტურებს, რომ გადამწყვეტი ფაქტორი შეუძლია იყოს.
70 მილიონ ევროდ შეძენილი ქართველი ნელ-ნელა გამოავლენს თავის ღირებულებას. მაგრამ კლუბში ყველამ იცის, რომ მას რამდენიმე კვირა დასჭირდება ლუის ენრიკეს ტაქტიკურ მოთხოვნებთან ადაპტაციისთვის - წერს Le Parisien
ხვიჩა კვარაცხელიასთვის, ლე მანთან ჩატარებული შეხვედრა, მესამე იყო მის პარიზულ კარიერაში. მის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაა, რომლითაც პირველივე მატჩში დემბელეს გაატანინა.