საქართველოს ნაკრები რეიტინგში დაქვეითდა
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოქტომბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ოგანომ (FIFA) რეიტინგი განაახლა - ბუნებრივია, რომ ორი მძიმე მარცხის შემდეგ, ჯვაროსნები დაქვეითდნენ.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ესპანეთთან (2:0) და თურქეთთან (4:1) მარცხის შემდეგ, რეიტინგში 2 საფეხურით უკან დაიხია. ჯვაროსნები 1365.92 ქულით, განახლებულ რეიტინგში 70-ე ადგილს იკავებენ.
საქართველოს იამაიკა (68) და ჩრდილოეთ ირლანდია (69) უსწრებენ. კაბო ვერდე და ფინეთი კი 71-ე და 72-ე ადგილს იკავებენ.
FIFA ტოპ 5
ესპანეთი - 1880.376
არგენტინა - 1872.43
საფრანგეთი - 1862.71
ინგლისი - 1824.30
პორტუგალია - 1778.00