Belive

FIFA-ს პრეზიდენტი: "წყლის პაუზები აუცილებელია - აქედან ჩვენ ფულს არ ვიღებთ"

2 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო აცხადებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე, წყლის მიღების შესვენებები წმინდა სპორტულია და არა კომერციული.

ჯანი ინფანტინომ დაიცვა წლის პაუზების შემოღება და განაცხადა, რომ ფეხბურთის მმართველი ორგანოსთვის ეს მხოლოდ სპორტული მოსაზრებებით არის განპირობებული და არა კომერციული ინტერესებით. ტურნირის ყველა მატჩის 22-ე და 67-ე წუთებზე შემოღებულმა სავალდებულო სამწუთიანმა შესვენებებმა კრიტიკა გამოიწვია მოთამაშეების, მწვრთნელებისა და გულშემატკივრების მხრიდან.

შესვენებებმა, რომლებიც შემოღებულ იქნა ჩრდილოეთ ამერიკაში მაღალ ტემპერატურასთან გამკლავებისთვის, მაუწყებლებისთვის დამატებითი სარეკლამო ფანჯრები გახსნა. ამან გამოიწვია დებატები თამაშზე მათი გავლენის შესახებ, ზოგიერთი მაყურებელი უჩიოდა სამწუთიანი შესვენებების დროს რეკლამების ყურებას.

ფიფას დამატებითი შემოსავალი არ აქვს, რადგან ყველა კომერციული შეთანხმება დიდი ხნით ადრე იყო ხელმოწერილი. ასე რომ, ეს ჩვენთვის ფინანსური საკითხი არ არის. ჩვენთვის ეს წმინდა სპორტული საკითხია.

მთავარი მიზეზი სიცხეა, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ისეთ შეჯიბრში, როგორიცაა (FIFA) მსოფლიო თასი, რომელიც 39 დღის განმავლობაში ტარდება და გუნდები პოტენციურად რვა მატჩს ატარებენ ამ 39 დღეში, დასვენების მომენტი უაღრესად მნიშვნელოვანია. - აცხადებს ინფანტინო

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა თომას ტუხელმა განაცხადა, რომ დამატებითი შესვენება „წყვეტს და ცვლის საფეხბურთო მატჩის იდენტობას“, ხოლო ურუგვაის ნაკრების მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ თქვა, რომ მატჩების უფრო მოკლე სეგმენტებად დაყოფა თამაშებს ფუნდამენტურ მახასიათებლებს ართმევს.

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ და ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა მხარი დაუჭირეს სიცხეში წესის მიზანს, მაგრამ ეჭვქვეშ დააყენეს მისი საჭიროება გრილ პირობებში და დახურულ არენებზე.

ძალიან რთულია იმის მიღება, რომ მწვრთნელს შეიძლება ჰქონდეს შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს მატჩზე (კორექტირების შეტანით) მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო ცხელა, მაშინ როცა სხვა მატჩში, სადაც ტემპერატურა ოდნავ დაბალია, სხვა მწვრთნელს იგივე შესაძლებლობა არ აქვს. - ასე უპასუხა ინფანტინომ დე ლა ფუენტესა და ვან დაიკის მოსაზრებას.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატი, 23:00 საათიდან, ჯგუფური ეტაპის მესამე ტურით განახლდება. პარალელურად 2 შეხვედრა, ბოსნია/კატარი და შვეიცარია/კანადა გაიმართება.