Belive

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში დამარცხდა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრები მინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში მასპინძელ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

პირველი ტაიმის მე-6 წუთზე, საქართველოს ნაკრები ბექა ტუღუშის გოლით დაწინაურდა. მატჩის მიწურულს 48-ე წუთზე გოლის ავტორმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე საქართველოს ნაკრები კაცნაკლული დარჩა. ამ მდგომარეობით მეტოქემ ისარგებლა და მალევე 30 წამში, მატჩის ბოლო წუთზე არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

მეოთხედფინალის საგზურის ვინაობა არც ექსტრა ტაიმებში გაირკვა. პენალტების სერიაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი პენალტის გამოყენება ვერ შეძლო, ბურთი ხარიხას მოხვდა და ეს გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი გარდამტეხი აღმოჩნდა ამ მატჩისთვის. საბოლოო ანგარიში პენალტების სერიაში კი 2:3 დაფიქსირდა და არაბთა გაერთიანებული საამიროები 1/4 გავიდნენ.

სხვა სტატიები