Belive

საქართველოს ნაკრები FC 24-ში ივნისის დასაწყისში დაემატება

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოსთვის ისტორიულ ევროპის ჩემპიონატამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. გარდა იმისა, რომ "ჯვაროსნები" ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებენ, ჩვენს გუნდს ყველასათვის საყვარელ საფეხბურთო სიმულატორშიც პირველად ვიხილავთ.

ჯერჯერობით ოფიციალური არაფერია, თუმცა, სავარაუდოდ ევროპის ჩემპიონატის განახლება ივნისის დასაწყისში დაემატება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ყველა მოასპარეზე ნაკრები FC 24-ში აუცილებლად იქნება.

სხვა სტატიები