ჰენრიხ მხითარიანი: "თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ - მნიშვნელოვანი გოლი გამიუქმეს"
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი ,,ბარსელონასა'' და ,,ინტერს'' შორის ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.
"მონჟუიკზე" საოცარი დაპირისპირება ვიხილეთ. იტალიელებმა მატჩი 30-წამზე გატანილი გოლით გახსნეს, რასაც მალევე მეორე გოლი მოჰყვა, თუმცა სათამაშო უპირატესობა მთლიანად მასპინძელთა მხარეს იყო. კატალონიელებმა ლამინე იამალის ულამაზესი გოლით ანგარიში შეამცირეს, რასაც არასრულ 15 წუთში ფერმინ ლოპესის გოლი მოჰყვა და ანგარიში 2:2 გახდა. მეორე ტაიმში კი გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს, შესაბამისად ყველაფერი მილანში გადაწყდება.
მატჩის 75-ე წუთზე "ინტერს" კიდევ ერთხელ შეეძლო წინ გასვლა, თუმცა ჰენრიხ მხითარიანი თამაშგარე მდგომარეობაში მილიმეტრებით აღმოჩნდა და გოლი გაუქმდა.
მატჩის დარულების შემდეგ, სომეხმა ფებხურთელმა გაუქმებული გოლის შესახებ ისაუბრა.
„ძალიან დამწუხრებული ვარ და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ - სამწუხაროდ, 2 სანტიმეტრით წინ ვიყავი, მაგრამ ვერაფერს ვიზავთ, ეს ფეხბურთია და არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.
ჩემი მონდომება იმდენად დიდი იყო, რომ ამ გოლის გატანა მინდოდა და შესაძლოა იმდენად, რომ თამაშგარე მდგომარეობაშიც კი აღმოვჩნდი. შესაძლოა, განმეორებით მატჩში შევძლო გოლის გატანა. ვნახოთ.“ - ჰენრიხ მხითარიანი
გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა მომავალ სამშაბათს, 6 მაისს, მილანში გაიმართება.