Belive

2003/2004 წლების სეზონის შემდეგ პირველად - რეალმა ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი გაიმეორა

21 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის ცენტრალური მატჩი მადრიდში, 'სანტიაგო ბერნაბეუზე' გაიმართა, სადაც რეალმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მანჩესტერ სიტიმ რეალი საკმაოდ დაჩაგრა, ამაზე არამარტო სათამაშო ასპექტები, არამედ სტატისტიკაც მეტყველებს.

პრინციპულ მეტოქესთან მარცხი რეალისთვის მრავალმხრივ მძიმე და მტკინვეული აღმოჩნდა, გამონაკლისი არც საკუთარი ანტირეკორდი იყო, რომელიც რეალმა 2003/2004 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის შემდეგ პირველად დააფიქსირეს.

კერძოდ - 'სამეფო კლუბმა' ჩემპიონთა ლიგის მატჩში, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ, კარის ჩარჩოში ზუსტად ერთადერთხელ დაარტყეს, რაც 'სანტიაგო ბერნაბეუზე' ბოლოს 2003/2004 წლების სეზონში მოხდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ რეალმა ბოლო 8 მატჩიდან 6-ში ვერ გაიმარჯვა. ჩემპიონთა ლიგის 6 ტურის შემდეგ, 'სამეფო კლუბი' 12 ქულით მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება.

'სამეფო კლუბი' შემდეგ მატჩს 14 დეკემბერს, სტუმრად ალავესის წინაააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები