Belive

"საქართველოს გაუმარჯოს, საქართველო ევროპაზე მიდის" - რუსი კომენტატორი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გულშემატკივრებით გადაჭედილ "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, პენალტების სერიაში საბერძნეთი დაამარცხა, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა და ისტორია დაწერა.

ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ მოვლენას, ცნობილი რუსი სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი, ალეკსეი ანდრონოვი გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით, წარსულშიც ხშირად გამოირჩეოდა.

საქართველოს გაუმარჯოს!!!! საქართველო მიდის ევროპაზე!!!! ღმერთო, ამას 1979 წლიდან, იმ დღიდან ველი, რაც გავიგე რა არის ფეხბურთი. - ალეკსეი ანდრონოვი.

შეგახსენებთ, ევრო 2024 გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. საქართველო F-ჯგუფში თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

სხვა სტატიები