Belive

"ქართველები ევროპის გაოცებასა და ცდუნებას განაგრძობენ" - L'EQUIPE

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის, B-დივიზიონის პირველ ჯგუფში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს. "მიხეილ მესხზე" ჩეხეთის განადგურების (4:1) შემდეგ, "ჯვაროსნები" ალბანეთში ჩავიდნენ და გიორგი ქოჩორაშვილის ბრწყინვალე გოლით გაიმარჯვეს.

საწყის 2 ტურში მოპოვებული 2 გამარჯვებით, ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები ქვეჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს და ისეთი გავლენიანი მედია საშუალების ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორიცაა: L'EQUIPE.

გამოცემა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შესახებ დადებით კონტექსტში წერს და აღნიშნავს, რომ "ჯვაროსნები" ევროპის გაკვირვებასა და ცდუნებას განაგრძობენ.

ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ევროპის გაოცებასა და ცდუნებას აგრძელებს. დიდებული ევრო 2024-ის შემდეგ, სადაც საქართველო 1/8-ფინალში, ევროპის ჩემპიონთან დამარცხდა, "ჯვაროსნებმა" ტრიუმფალური სვლა ერთა ლიგაზე განაგრძეს. -

შეგახსენებთ, ერთა ლიგის მე-3 ტურის მატჩში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება. შეხვედრა ნეიტრალურ ლოკაციაზე (პოლონეთი) 11 ოქტომბერს გაიმართება.

სხვა სტატიები