"მოგებისთვის ვითამაშეთ და ძალიან ბევრი შანსი გვქონდა" - გურამ კაშია
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, სადაც ჩვენმა ნაკრებმა ფრედ 1:1 ითამაშა, პირველი გოლი გიორგი მიქაუტაძემ პენალტის ნიშნულიდან 45+4 წუთზე გაიტანა, ანგარიშის გათანაბრება ჩეხებმა 59-ე წუთზე შეძლეს, კერძოდ ეს პატრიკ შიკმა მოახერხა.
მატჩის შემდეგ ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
მოგებისთვის ვითამაშეთ და ძალიან ბევრი შანსი გვქონდა, განსაკუთრებით ბოლო წუთზე შეგვეძლო, რომ გოლი გაგვეტანა და გამარჯვება მოგვეპოვებინა და ეს იმაზე მეტყველებს, რომ რამდენად წინ ვართ წასული ფეხბურთში იმიტომ, რომ ევროპის ყველაზე დიდ ტურნირზე ვთამაშობთ და იმედგაცრუებულები ვართ, რომ 3 ქულა ვერ ავიღეთ. ეს ამბობს ძალიან ბევრს ჩვენს შესახებ, ჩვენი ქვეყნის შესახებ და ძალიან მიხარია, რომ ასეთი სწორი მიმართულებით მივდივართ, მიხარია ასეთი გულშემატკივრებიც რომ გვყავს, რომლებმაც მართლაც ძალიან დიდი ხმაური შექმნეს და ვფიქრობ მესამე თამაშიც ძალიან საინტერესო იქნება. - გურამ კაშია - საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებს 26 ივნისს 23:00 საათზე პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ აქვს ჩასატარებელი.