Belive

"საქართველოს ეროვნული ნაკრები კარგად ორგანიზებული გუნდია" - მონტენეგროს მწვრთნელი

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევრო 2024-მდე საქართველოს ნაკრები მოსამზადებელ პერიოდს გადის, კონკრეტულად კი მომზადების ფარგლებში ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, რომელიც მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ იქნება. მატჩი ხვალ, 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მონტენეგროს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტ პროსინეჩკმა მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და თავისი გუნდის მზადყოფნას გაუსვა ხაზი:

მოხარული ვარ, რომ პოდგორიცაში ვითამაშებთ, ჩვენი მეტოქე ძალიან კარგი გუნდია და იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრები მხარში დაგვიდგებიან. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კარგი თამაში ჩავატაროთ.

ჯერჯერობით ზუსტად არვიცი იოვეტიჩი და იანკოვიჩი ითამაშებენ თუ არა, რადგან მათ ტრავმასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, ვარჯიშს დაველოდები და შემდეგ გადავწყვეტ, ვინც იქნება მზად ის ითამაშებს.

ბელგიასთან ჩატარებული შეხვედრის მეორე ნახევრით კმაყოფილი ვარ, რადგან ფიფას რეიტინგით მესამე ნაკრებს ვეთამაშებოდით და ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია და გვსურს თამაში.

მე ფეხბურთელი ვიყავი, ივნისი ყველაზე ცუდი თვეა. სეზონები გრძელი და დატვირთულია, ყველა შვებულებაზე ფიქრობს.

საქართველოსთან რა შედეგს ვაჩვენებთ მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი, მთავარია ამ მატჩით გავერთოთ, ვინც მოედანზე გავა ყველაფერს გააკეთებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები კარგად ორგანიზებული გუნდია. ვუყურე მათ ბოლო ოთხ შეხვედრას, განსაკუთრებით საბერძნეთთან და პენალტების სერიაში მოიგეს, რომელიც შესაძლოა მასზე უკეთესი იყო. ვილი სანიოლმა გუნდში კარგი ატმოსფერო შექმნა და იციან როგორ უნდა ითამაშონ. ისეთი აღარ არის საქართველოს ნაკრები როგორც ადრე, მათ კვარაცხელიას გარდა ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ შესანიშნავ შეხვედრას ვიხილავთ. - რობერტ პროსინეჩკი

სხვა სტატიები