"საქართველოს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მოედანზე მოსაგებად გავალთ" - რებროვი
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ერთა ლიგის B-დივიზიონში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მორიგ მატჩს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.
B-დივიზიონის პირველი ჯგუფის მესამე ტურის მატჩი, ნეიტრალურ ლოკაციაზე გაიმართება. ქვეჯგუფს საქართველო ლიდერობს, რომელმაც ორ მატჩში, 2 გამარჯვება მოიპოვა და 6 ქულა დააგროვა, ხოლო უკრაინა ორივე დაპირისპირებაში დამარცხდა და ბოლო ადგილზე იმყოფება.
პრინციპული მატჩის წინ, უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა პრესკონფერენცია გამართა.
უნდა გვესმოდეს ცხრილში რა სიტუაციაა. ორი შეხვედრა წავაგეთ. ერთა ლიგის გათამაშებას მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპად განვიხილავთ. მაგრამ ეს ოფიციალური მატჩებია. ყველა შეხვედრისთვის ბოლომდე ვემზადებით.
ამბობენ, რომ მხოლოდ ბურთს ვაკონტროლებთ მომენტებს კი ვერ ვქმნით - ჩეხეთს 20-ჯერ დავურტყით, მოგება გვინდოდა, მაგრამ წავაგეთ. საქართველოს ნაკრებს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მოედანზე მოსაგებად გავალთ.
ანდრეი ნაკრებში იმიტომ არ არის, რომ ეროვნულ ჩემპიონატში კონკურენციაა. საბოლოო ჯამში, ერთა ლიგის გათამაშებას ფეხბურთელების დასაკვირვებლად ვიყენებთ, რომლებიც ნაკრების პოტენციური კანდიდატები არიან.
ანდრეის ველაპარაკე და ეს ყველაფერი ავუხსენი. ვფიქრობ, ის ნაკრების წევრია, მაგრამ ჩემი პოზიცია იცის. არ ვიცი საიდან მოიტანეს, რომ იარმოლენკოს არ დავკავშირებივარ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ჩემპიონატიდან შანსი სხვებსაც მივცეთ. - სერგეი რებროვი.
პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა ტარას სტეპანენკომაც, რომელიც ნაკრებს ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა.
ტრავმები მქონდა, ნაკრებში ასე ჩამოვედი - მიუხედავად ამისა, ვარჯიშებზე თავს არ ვზოგავ. 35 წლის ვარ, მაგრამ ნაკრებისადმი ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა.
თუ თამაშის შესაძლებლობა არსებობს, ყოველ დღე უნდა ივარჯიშო, რათა ის გამოიყენო. ეს არის გზა, ნაკრების ყველა ფეხბურთელი როგორ ემზადება, ქვეყნისთვის ყველა პასუხისმგებლობას გრძნობს და ფანებისთვის ყველაფერს აკეთებს. - ტარას სტეპანენკო.
შეგახსენებთ, უკრაინისა და საქართველოს საფეხბურთო მატჩი 11 ოქტომბერს, 22:45 საათზე გაიმართება.