საბა გოგლიჩიძემ ლეჩესთან ტრავმა მიიღო | უახლესი ინფორმაცია
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის მატჩში "ემპოლი" "ლეჩეს" შეხვდა და ფრედ 1:1 დასრულდა. საბა გოგლიჩიძემ შეხვედრის 61-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია.
როგორც შემდგომში Geo Team-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, საბა გოგლიჩიძე კუნთის სპაზმური დისკომფორტის გამო შეცვალეს, ამჟამად კი ფეხბურთელი თავს ცუდად არ გრძნობს.
ქართველი მცველი საქართველოში დღეს ჩამოფრინდება და სამწვრთნელო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ შემოწმებას გაივლის, ჯერჯერობით უცნობია დაეხმარება თუ არა ეროვნულ ნაკრებს ნოემბრის სანაკრებო მატჩებში.