საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
ევროპის 21-წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, საბერძნეთმა საკუთარ მოედანზე საქართველო მიიღო და 3:0 დაამარცხა.
ბერძნები ისეთ დიდ უპირატესობას არ ფლობდნენ, როგორც ესანგარიშიდან ჩანს. სამწუხაროდ, პირველი და მეორე გოლები პირველი ტაიმის დასრულებამდე 1 წუთით ადრე გავუშვით. 44-ეზე მასპინძლებმა პენალტი გაიტანეს, მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი კუთხურიდან თავით გაგვიტანეს.
მეორე ტაიმში ანგარიშის შემცირების შანსი გვქონდა, თუმცა 75-ე წუთზე წულუკიძემ პენალტი ვერ გამოიყენა, ზუსტად 3 წუთში ბერძნებმა მესამეც გაიტანეს და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.
საქართველო 6-გუნდიანი ჯგუფის (საბერძნეთი, გერმანია, ჩრდილოეთ ირლანდია, ლატვია, მალტა) მეოთხე ადგილზეა (2 ფრე/ჩრდილოეთ ირლანდიასთან და ლატვიასთან, მოგება მალტასთან და მარცხი საბერძნეთთან).
18 ნოემბერს საქართველო გერმანიას მიიღებს, მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.