Belive

საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის ერა დასრულდა!

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგა საშინლად დაიწყო. ჩვენმა გუნდმა პირველივე ტურში, საკუთარ მოედანზე დათმო შეხვედრა ჩრდილოეთ ირლანდიასთან (0:1). როგორც ჩანს, ეს ბოლო წვეთი იყო და ფედერაციამ ფრანგი სპეციალისტი, ვილი სანიოლი დაითხოვა. ახალი მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე იქნება (დღემდე 21-წლამდელთა მწვრთნელი). 21-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძეს მისი ასისტენტი, გიორგი ადამია შეცვლის.

სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა. სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. 2024 წელს გუნდმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.

სხვა სტატიები