საბერძნეთის ნაკრებმა გერმანია ისტორიაში პირველად დაამარცხა
ერთა ლიგის A დივიზიონის მეორე ჯგუფში, გერმანიამ მეორე ტურის შეხვედრაში საბერძნეთს უმასპინძლა და ყველასათვის მოულოდნელად, 0:1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ იურგენ კლოპმა პირველი ორი მატჩიდან ვერცერთი მოიგო (ფრე ნიდერლანდებთან და წაგება საბერძნეთთან).
მართალია, გერმანელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას და ბურთს მეტოქის მესამედში ფლობდნენ, თუმცა საქმე რეალურ მომენტებამდე ვერ მიჰყავდათ. ბერძნებმა კი, თავის მხრივ, ბრწყინვალედ დაგეგმეს შეხვედრა, მეორე ნომრად თამაში აირჩიეს - კომპაქტური და უშეცდომო დაცვით, რასაც 74-ე წუთზე დიმიტრიოს კურბელისის გოლიც მოჰყვა, საბერძნეთმა ისტორიაში პირველად მოუგო გერმანიას.
🇩🇪 Germany 0-1 Greece 🇬🇷
— Ayuba | Football News (@ayubafootball) September 27, 2026
🚨GOAL! ⚽️ 74’ DIMITRIS KOURBELIS OPENS THE SCORING FOR GREECE! ✅ pic.twitter.com/F7Wmo2BIUa
ივან იოვანოვიჩის მიერ გაწვრთნილი გუნდი, ჯგუფში, სადაც ნიდერლანდები და გერმანიაა, პირველ ადგილს იკავებს (6 ქულით). თავისი პირველი თამაში მოიგო ხავიმაც და მისმა ნიდერლანდებმა სერბეთი სტუმრად, 1:2 დაამარცხა, შესაბამისად, ჯგუფში 4 ქულით მეორე ადგილს, სწორედ ნიდერლანდები იკავებს.