Belive

საქართველო - საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

26 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ჩაატარებს. ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალში, საქართველო საბერძნეთის ეროვნულ გუნდს დინამო არენაზე მიიღებს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყო და უკვე ცნობილია, რომ აბსოლუტურად ყველა ბილეთი 5 საათსა და 35 წუთში გაიყიდა. საქართველოს ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად გადაჭედილ არენაზე იბრძოლებს.

შეგახსნებეთ, რომ დინამო არენაზე, 21 მარტს, საქართველომ ლუქსემბურგი პლეი-ოფის ნახევარფინალში, ბუდუ ზივზივაძის დუბლით დაამარცხა, საბბერძნეთმა კი თავის მხრივ, ყაზახეთის ნაკრები 5:0 გაანადგურა. საფინალო შეხვედრისთვის, ჩვენს ნაკრებს, დისკვალიფიცირებული ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდება.

სხვა სტატიები