Belive

საქართველოსა და ისრაელის 1/4-ფინალური მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები ისრაელს შეხვდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

მეოთხედფინალური შეხვედრა შაბათს, პირველ ივლისს, ,,დინამო არენაზე'' გაიმართება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, ისრაელი კი C ჯგუფში 4 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.

სხვა სტატიები