Belive

ისრაელის ნაკრების მწვრთნელი: ,,საქართველოსთან თამაშისთვის მზადებას ღამის 12 საათიდან დავიწყებ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გაი ლუზონმა, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლაზე ისაუბრა:

,,დიდებულია! ისტორია დავწერეთ! გამოვავლინეთ დიდი გამბედაობა, დიდი მოთმინება და ხარისხი... ვამაყობ, რომ ამ საოცარი გუნდის მთავარი მწვრთნელი ვარ.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელზე, ოსკარ გლუხზე: დიდი ფეხბურთელები დიდი მომენტებისთვის მზად არიან. მან გვილიდერა, რადგან ჩეხეთი დაცვაში კარგად ორგანიზებული გუნდი იყო, ზონების გარღვევა მოგვიწია, რაშიც ის ოსტატია. მარცხნივ დავაყენე, ვიცოდი, რომ სივრცე სჭირდებოდა და მიხარია, რომ ასეთი თამაში აჩვენა.

საქართველოსთან მატჩზე: ეს დიდი მიღწევაა, მაგრამ შაბათის მატჩის შესახებ არ მკითხოთ... დასასვენებლად ერთი საათი მჭირდება. საქართველოსთან თამაშისთვის მზადებას დღეს, ღამის 12 საათიდან დავიწყებ,'' - ლუზონის სიტყვებს უეფას ვებგვერდი ციტირებს.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის C ჯგუფის ბოლო ტურში ისრაელმა ჩეხეთს 1:0 მოუგო, რითაც მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გავიდა.

მეოთხედფინალში ლუზონის გუნდის მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება. მატჩი შაბათს, პირველ ივლისს, ,,დინამო არენაზე'' გაიმართება.

სხვა სტატიები