Belive

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩს ისრაელის მსაჯთა ბრიგადა განსჯის

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფამ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე მსაჯთა ბრიგადა დანიშნა. 9 ივნისს, სკოპიეში გაიმართება მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის, რომელსაც 41 წლის საერთაშორისო არბიტრი როი რაინშრაიბერი განსჯის. აღნიშნული მსაჯი საკმაოდ მკაცრია, რაზეც მისი სტატისტიკა მოწმობს. ბოლო 10 შეხვედრიდან, რაინშრაიბერმა, მოედნიდან 5 შემთხვევაში ფეხბურთელი გააძევა. ასევე აღსანიშნავია, რომ ისრაელის წარმომადგენელს ბოლო 9 შეხვედრიდან  8-ში პენალტი არ დაუნიშნავს. უნდა ითქვას, რომ, გასულ სეზონში,  როი რაინშრაიბერმა ევროპა ლიგის ჯგუფის ორი შეხვედრა იმსაჯა- "ფერენცვაროში" - "ბეტისი" და "მიდტიულანდი" - "ცრვენა ზვეზდა".

სხვა სტატიები