საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე 1/8-ფინალური ეტაპი დასრულდა და ყველა ის გუნდი გაირკვა, რომელიც შემდეგ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს.
მერვედფინალური ეტაპის შედეგები
საუკეთესო 8 გუნდს შორის ეროვნული ლიგის - 5, ეროვნული ლიგა 2-ის - 2 და ლიგა 3-ის ერთი წარმომადგენელი მოხვდა.
საქართველოს თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე მონაწილეობას შემდეგი გუნდები მიიღებენ: "საბურთალო", "შუქურა", "გორი", "სამგურალი", "ლოკომოტივი", "დინამო ბათუმი", "გარეჯი" და "გაგრა".
ჯერჯერობით 1/4-ფინალური წყვილები უცნობია და ის წილისყრის შედეგად გახდება ცნობილი.