Belive

ვლადიმირ ვაისი: "ეს ჩემთვის ძალიან ემოციური მატჩი იყო, ცხოვრება სირთულეებითაა სავსე"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო ბათუმი" ბრატისლავის "სლოვნთან" დამატებით დროში - 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, სლოვაკური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, პრესკონფერენცია გამართა, სადაც განვლილი შეხვედრა შეაფასა.
"ეს ძალიან ემოციური მატჩი იყო. ცხოვრება ზოგჯერ ძალიან რთული მომენტებითაა სავსე. "დინამომ" ძალიან კარგად ითამაშა. ჩვენ მომენტების რეალიზების პრობლემა გვქონდა. ვფიქრობ, ამით მეტოქემ ისარგებლა, თუმცა ზუსტად ბოლო წამზე გამარჯვების გოლის გატანა მოვახერხეთ. ვფიქრობ, ეს გამარჯვება "სლოვანის" ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება. ჩვენ ეს ახალ პერსპექტივას გვაძლევს. ამ შედეგის მიღწევა მარტივი ნამდვილად არ იყო, ამ მომენტითვის ყველამ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. რაც შეეხება "დინამო ბათუმს" ამ გუნდს ნამდვილად დიდი მომავალი აქვს. ზურიკო დავითაშვილმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. იგი დღეს ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელია "დინამო ბათუმში" და მას ძალიან დიდი მომავალი აქვს. ბათუმის "დინამოს" ეს მატჩი საქართველოს და ქართველი გულშემატკივრებისთვის ჩრდ. მაკედონიასთან ფინალის ტოლფასი იყო, ჩემთვის ეს მსგავსი ემოციების შეხვედრა იყო, თუმცა იღბლიანი ვარ, რომ დღეს გამარჯვებულის როლში ვარ. მე აქ 5 წელი ვიმუშავე, ეს ქვეყანა მიყვარს და მიხარია, რომ ქართული ფეხბურთი და საქართველოს ნაკრები კარგ გზაზე დგას. მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის, ძალიან მიყვარხართ.", - თქვა საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა.
უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო ბათუმის" მეტოქე პოლონეთის ჩემპიონი, პოზნანის "ლეხი" იქნება.

სხვა სტატიები