Belive

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ფოთის კოლხეთს წარმატებას უსურვებენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფეხბურთო კლუბ "გარეჯს" და ფოთის "კოლხეთს" შორის უმნიშვნელოვანესი მატჩი ხვალ 14:00 სთ-ზე გაიმართება, რომლის შემდეგაც გადაწყდება რომელი გუნდი ითამაშებს ეროვნული ლიგის პირველ დივიზიონში.

ფოთის "კოლხეთი" თავის სოციალურ გვერდზე აქვეყნებს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მხარადასაჭერ მიმართვებს.

მათ შორის არიან რობერტო კარლოსი, ჯანლუკა ზამბროტა, კრისტიან ძაკარდო, ჯიჯი დი ბიაჯო, ჰასან კაბზე.

ასევე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ეხმაურებიან ფოთის კოლხეთისთვის უმნიშვნელოვანეს მატჩს ზურიკო დავითაშვილი, აკაკი გიუნაშვილი, ივა გელაშვილი, ჯანო ანანიძე, ირაკლი აზაროვი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი კვერნაძე, გურამ კაშია, გიორგი მოისწრაფიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი.

სხვა სტატიები