Belive

საქართველოს ფეხბურთელების შეფასება პორტუგალიასთან მატჩში

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

დღეს საქართველოსა და რუმინეთში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა 21 წლამდელთა შორის.

საქართველომ პირველი შეხვედრა პორტუგალიის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი ჩვენმა ასაკობრივმა ნაკრებმა პირველივე ტაიმში გაიტანა. 37-ე წუთზე მეტოქის კარი გაგუამ აიღო ხოლო, მეორე გოლი საზონოვმა სტუმრებს გასახდელში გაატანა. მას შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა და საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალია ამ მატჩში უპირობო ლიდერად ითვლებოდა.

Sofascore-მ ჩვენს ნაკრებში სამი ფეხბურთელი გამოარჩია, რომელთან ყველაზე მაღალი შეფასებები - 7.8 ქულა დაიმსახურეს. ესენი გიორგი წიტაიშვილი, ლუკა ქუტალაძე და საბა საზონოვი გახდნენ. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა გოლის გატანაც შეძლო. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიის რიგებში საუკეთესო მოთამაშემ - ანდრე ალმეიდამ 7,5 შეფასება დაიმსახურა. ეს იმას ნიშნავს, რომ საზონოვი, კუტალაძე და წიტაიშვილი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესონი იყვნენ.

საბა ხვადაგიანი - 7.3

ივა გელაშვილი - 7.3

ალექსანდრე კალანდაძე - 7.5

გიორგი გულიაშვილი - 6.3

ანზორ მექვაბიშვილი - 7.0

ნიკა გაგნიძე - 7.0

გიორგი მოისწრაფიშვილი - 6.5

გიორგი გაგუა - 7.5

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს წინ კიდევ ორი ჯგუფური შეხვედრა ელის. რამაზ სვანაძის გუნდი მომავალ შეხვედრას ბელგიის თანატოლების წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 24 ივნისს 20:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები