ბელინგემის შემდეგ კიდევ სამი ფეხბურთელი - რეალის ლაზარეთი გაიზარდა
რამდენიმე დღის წინ, ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა - ჯუდ ბელინგემმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მინიმუმ 1 თვეს იუქმებს და სავარაუდოდ, სექტემბერში გასამართი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება.
გარდა ჯუდ ბელინგემისა, მადრიდული გრანდის ლაზარეთში მოხვდნენ: დანი სებალიოსი, აურელიან ჩუამენი, ფერლან მენდი და ედუარდო კამავინგა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მიიღო ტრავმა აურელიანო ჩუამენიმ, თუმცა ცნობილი ხდება, რომ მან და მენდიმ საფრანგეთის ნაკრების შეკრებაზე გამგზავრება სწორედ ტრავმის გამო ვერ შეძლეს, შესაბამისად, ერთა ლიგის მატჩებში "მამლებს" ვერ დაეხმარებიან.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდებიან მოედანს მენდი და ჩუამენი, თუმცა ვიცით, რომ დანი სებალიოსი 2-3 კვირას გამოტოვებს, ბელინგემი სექტემბრის შუა რიცხვებში დაბრუნდება, ხოლო ედუარდო კამავინგასთვის კი სეზონი დასრულებულია.
მადრიდის "რეალმა" ლა ლიგაში სეზონი დაიწყო. განვლილი 4 ტურის შემდეგ, "სამეფო კლუბი" 8 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება. პირველ ადგილს კი 4/4 გამარჯვებით "ბარსელონა" იკავებს.