საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში 1 საფეხურით დაწინაურდა.
ჩვენი გუნდი აქამდე 78-ე პოზიციას იკავებდა, მარტის თვეში გამართული ორი მატჩის შემდეგ კი ერთი საფეხურით მაღლა აიწია და 77-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ამაზე წინ საქართველოს ნაკრები ბოლოს 2013 წლის თებერვალში იყო, როცა ფიფას რეიტინგში 69-ე პოზიციას იკავებდა.
მარტის თვეში საქართველოს ნაკრებმა ორი შეხვედრა ჩაატარა - მონღოლეთთან ამხანაგურ დაპირისპირებაში - 6:1 იმარჯვა, ხოლო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩში ნორვეგიის წინააღმდეგ ფრედ - 1:1 ითამაშა.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი შემდეგ შეხვედრას 17 ივნისს, კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.