Belive

გიორგი მიქაუტაძე: "ეს ჯილდო თანაგუნდელების, მწვრთნელების, კლუბისა და ოჯახის დამსახურებაა"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "მეცის" თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ახლა უკვე მეორე ადგილზე გადავედით და ვიცით, რომ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები - შემდეგ ტურში "ბასტიასთან" დარჩენილი მატჩი უნდა მოვიგოთ და ლიგა 1-ში ვითამაშოთ.

ეს ყველაფერი ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა, მინდა მადლობა გადავუხადო "მეცის" ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და პერსონალს, ასევე მთავარ მწვრთნელს, ლასლო ბოლონის, რომელიც მენდობოდა, ყველა მოთამაშეს, ვინც ხმა მომცა და უბრალოდ ოჯახს. ჩვენ უფრო რთული დრო გამოვიარეთ და ეს ტიტული მათთვისაა", - თქვა 22 წლის ქართველმა მეკარემ.

38-ე ტურის შეხვედრაში "მეცი" "ბასტიას" დაუპირისპირდება და იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებას მოახერხებს, ლიგა 1-ში დაბრუნდება. მატჩი 2 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები