Belive

საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა მაროკოსთან ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა.

სწორედ ამ მატჩში უნდა გადაწყვეტილიყო თუ ვინ დაიკავებდა H ჯგუფში პირველ ადგილს. საქართველოს პირველ პოზიციაზე გასასვლელად დღეს მოგება სჭირდებოდა, შედეგად, ჩვენი გუნდი ჯგუგიდან მეორე ადგილით გავიდა.

საქართველომ სადებიუტო შეხვედრაში ირლანდიას 5:1 მოუგო, მეორე ტურში კი შოტლანდიასთან 3:1 იმარჯვა და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.

2023 წლის SOCCA WORLD CUP-ს გერმანიის ქალაქი ესენი მასპინძლობს. მსოფლიო ჩემპიონატმა 2 ივნისს აიღო სტარტი და 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

სხვა სტატიები