Belive

საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრების პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. 4 ივნისს, ქვეჯგუფის პირველ შეხვედრაში, საქართველოსა და ირლანდიის დაპირისპირება შედგა, რომელიც საქართველოს ნაკრების დომინირებით წარიმართა და საბოლოოდ ლოგიკური შედეგით, 5:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა მატჩი თავიდანვე აქტიურად დაიწყო და მეტოქის კარის აღება მე-2 წუთზევე შეძლო. სწრაფი გოლის მიუხედავად, პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ტაიმი გაცილებით უფრო სანახაობრივი გამოდგა, რომელშიც გულშემატკივარმა 5 გოლი იხილა.

საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრების მომდევნო მატჩი 6 ივნისს, თბილისის დროით, 13:00 საათზე გაიმართება. აღნიშნულ მატჩში საქართველოსა და შოტლანდიის დაპირისპირება შედგება.

შეგახსენებთ, 2023 წლის “SOCCA WORLD CUP”-ს გერმანიის ქალაქი ესენი მასპინძლობს. მსოფლიო ჩემპიონატმა 2 ივნისს აიღო სტარტი და 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები H-ჯგუფში: მაროკოს, ირლანდიისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ასპარეზობს.

სხვა სტატიები