Belive

საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრზობს - 4 ივნისს, ქვეჯგუფის პირველ შეხვედრაში, ირლანდიასთან მოპოვებული გამარჯვების (5:1) შემდეგ, საქართველომ შოტლანდიის დამარცხებაც შეძლო (3:1).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა მატჩი თავიდანვე აქტიურად დაიწყო და მეტოქის კარის აღება სწრაფი გოლით შეძლო. მატჩი საქართველოს ნაკრების სრული დომინირებით წარიმართა და მეტოქემ მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო.

ქვეჯგუფის უკანასკნელ მატჩს, საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები მაროკოს წინააღმდეგ გამართავს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მატჩს მხოლოდ ფორმალური დატვირთვა აქვს, რადგან მოპოვებული 2 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა.

შეგახსენებთ, 2023 წლის “SOCCA WORLD CUP”-ს გერმანიის ქალაქი ესენი მასპინძლობს. მსოფლიო ჩემპიონატმა 2 ივნისს აიღო სტარტი და 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები H-ჯგუფში: მაროკოს, ირლანდიისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ასპარეზობს.

სხვა სტატიები