საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ყველა შეხვედრა მოიგო
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Ghetto Football-ის მიერ ორგანიზებული მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოს ნაკრებმა 7 გუნდიან ჯგუფში ისაპარეზა. A ჯგუფში საქართველოსთან ერთად ლატვიის, საფრანგეთის, იაპონიის, უნგრეთისა და ავსტრიის გუნდები მოხვდნენ.
მასტერ ლიგის ნაკრებმა 3×3 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. ბოლო მატჩი ტურნირის მასპინძელ და შარშანდელ ჩემპიონთან ლატვიასთან შედგა, რომელიც საქართქველოს ნაკრებმა 5:2 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე საფრანგეთი (3:0), უნგრეთი (6:2), სამხრეთ კორეა (7:2), ავსტრია (3:0). იაპონია (2:1) და ლატვია (5:2) დაამარცხეს.