"იამალმა თავისი კარიერის ერთ-ერთი უდიდესი მატჩი ჩაატარა" - ლუის დე ლა ფუენტე
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მატჩის შემდეგ ესპანეთის თავკაცმა ლამინ იამალის ბრწყინვალე პერფორმანსს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. მან ახალგაზრდა ვარსკვლავი შეაქო და აღნიშნა, რომ იამალმა მენდეში იმდენად დატვირთა, რომ ამ უკანასკნელის ტრავმა სწორედ ლამინის ძალისხმევამ გამოიწვია.
ლამინ იამალი? მან თავისი კარიერის ერთ-ერთი უდიდესი მატჩი ჩაატარა. ძალიან ბედნიერი ვარ მისი თამაშით. ნუნუ მენდეშის ტრავმა, სავარაუდოდ, იმ უდიდესმა წნეხმა გამოიწვია, რომელშიც ლამინმა ის მთელი მატჩის განმავლობაში ამყოფა. - განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ
🚨🎙️| Luis de la Fuente: “Lamine Yamal? He played one of the biggest matches of his career. I am so happy with him. Nuno Mendes’ injury was probably caused by the demands Lamine placed on him throughout the game.” 🇪🇸 pic.twitter.com/bEPYuNBXbk
— BarçaTimes (@BarcaTimes) July 7, 2026
პორტუგალიის მინიმალური ანგარიშით დამარცხების შემდეგ, ესპანეთი 1/4-ფინალში ითამაშებს, სადაც მათი მეტოქე ბელგია იქნება. შეხვედრა 10 ივლისს, კალიფორნიაში, ლოს ანჯელესის სტადიონზე გაიმართება.