Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "წარმატებები ჩემო გიჟო ძმაო, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ..."

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ელიფ ელმასმა "ნაპოლი" დატოვა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ელმასმა "ლაიპციგთან" კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი და ახალი გამოწვევის მისაღებად მზადაა.

24 წლის ნახევარმცველმა "პარტენოპეის" რიგებში 5 სეზონი გაატარა და ამ დროის განმავლობაში, სერია A-ს 143 მატჩში 13 გოლის გატანაც შეძლო. Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ პოსტში, "ნაპოლი" ელმასს დაემშვიდობა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

"ნაპოლის" არც ხვიჩა კვარაცხელია ჩამორჩენია და ქართველმა ფეხბურთელმა მაკედონიელ შემტევს წარმატებები სოციალურ ქსელში უსურვა.

ხვიჩა კვარაცხელიას პოსტი სოციალურ ქსელში
"წარმატებები ჩემო გიჟო ძმაო, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ მომავალში..." - ხვიჩა კვარაცხელია

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ვარსკვლავი ელმასის კლუბიდან წასვლის შემდეგ, 77 ნომრის ნაცვლად 7 ნომერს აიღებდა, თუმცა ეს ინფორმაცია ფეხბურთელმა თავად უარყო და იგი 77 ნომრიანი მაისურით განაგრძობს ასპარეზობას.

სხვა სტატიები