Belive

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა კვიპროსი 2:0 დაამარცხა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში კვიპროსს ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა. შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით - 2:0 დასრულდა. ჩვენი მხრიდან გოლების ავტორები წიტაიშვილი და ხვადაგიანი გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბოლო შეხვედრა მარტში, თურქეთის ქალაქ ბელეკში, ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქეს გიორგი გულიაშვილის გოლით – 1:0 სძლია.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, ბათუმი არენა უმასპინძლებს. რამაზ სვანაძის გუნდი A ჯგუში ბელგიასთან, ნიდერლანდებთან და პორტუგალიასთან ერთად უმასპინძლებს. ტურნირს 21 ივნისს პორტუგალიასთან მატჩით გავხსნით.

სხვა სტატიები