Belive

მუდრიკი დოპინგ სკანდალშია - უკრაინელი ფეხბურთიდან მოიკვეთა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" 23 წლის მარცხენა შემტევი - მიხაილო მუდრიკი დოპონგ სკანდალში გაეხვა, რის გამოც გამოძიების დასრულებამდე ფეხბურთიდან მოიკვეთა.

ამ ფაქტის შესახებ ცნობილი 17 დეკემბერს გახდა, მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ასოციაციამ "ჩელსის" ოფიციალურად მიმართა იმის შესახებ, რომ მუდრიკის ანალიზებში, კერძოდ კი მის შარდში "არასასურველი ნივთიერებები" აღმოჩნდა.

ამ ცნობებიდან მალევე, "ჩელსიმ" ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია:

"ჩელსის საფეხბურთო კლუბს შეუძლია დაადასტუროს, რომ ფეხბურთის ასოციაცია ახლახან დაუკავშირდა ჩვენს მოთამაშეს, მიხაილო მუდრიკს, შარდის ტესტში არასასურველი ნივთიერებების აღმოჩენის შესახებ.

კლუბიც და თავად ფეხბურთელიც სრულად უჭერენ მხარს FA-ს ტესტირების პროგრამას და ჩვენი ყველა მოთამაშე, მათ შორის მიხაილო, რეგულარულად გადამოწმდება.

მიხაილომ დაადასტურა, რომ მას შეგნებულად არასოდეს გამოუყენებია რაიმე აკრძალული ნივთიერება. მუდრიკიც და კლუბიც ახლა იმუშავებენ შესაბამის ორგანოებთან, რათა მოხდეს იმის დადგენა თუ რამ გამოიწვია არასასურველი აღმოჩენა..." - ვკითხულობთ ჩელსის განცხადებაში.

უკრაინის ნაკრების ამომავალი ვარსკვლავი - მიხაილო მუდრიკი, "ჩელსიში", 2022/2023 წლების სეზონიდან თამაშობს, რა პერიოდშიც მან 73 მატჩის ჩატარება შეძლო, სადაც გოლით თავი 10-ჯერ, ხოლო საგოლე გადაცემით 9-ჯერ დაგვამახსოვრა.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსიმ" მიხაილო მუდრიკის ტრანსფერში £88.5 მილიონი გადაიხადა.

სხვა სტატიები