ანტონი ბრაზილიის ნაკრებიდან მოკვეთეს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ბრაზილიის ნაკრების შემტევი ანტონი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთეს. აღნიშნულ ინფორმაციას ფედერაციის მთავარი გვერდიც ადასტურებს.
"სავარაუდო მსხვერპლის, ფეხბურთელისა და ბრაზილიის ნაკრების დასაცავად, ორგანიზაცია იტყობინება, რომ ანტონი ბრაზილიის ნაკრებიდან მოკვეთილია". - ვკითხულობთ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში
ახალგაზრდა შემტევი რამდენიმე დღის წინ,თავისმა ყოფილმა შეყვარებულმა ძალადობაში დაადანაშაულა. საქმე 2022 წელს მომხდარ ფაქტს ეხება. გავრცელებული ინფორმაციით, ანტონი გაბრიელას თავს მანჩესტერის ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში დაესხა. ფეხბურთელის მიმართ ძალადობის ბრალდებები პირველად ჯერ კიდევ ივნისში გავრცელდა. საჩივრები ანტონის ყოფილმა შეყვარებულმა გუშინ გაასაჯაროვა.
თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება სიცრუეა.
ჩემი ფანების, მეგობრებისა და ოჯახის პატივისცემის გამო, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ იმ ცრუ ბრალდებებზე საჯაროდ ვისაუბრო, რომლის მსხვერპლიც გავხდი. ამ საკითხს თავიდანვე სერიოზულად მოვეკიდე. პოლიციას სათანადო მასალები დროულად მივაწოდე. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალებს ვერ გავასაჯაროებ. თუმცა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბრალდებები მცდარია და ჩემს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ უდანაშაულო ვარ. -