საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ითამაშებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველო 21 წლამდელთა ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია. რამაზ სვანაძის გუნდმა A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრებმა პლეი-ოფის საგზური ოფიციალურად ბოლო ტურში გაინაღდა. ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრა ჩვენმა ნაკრებმა ფრედ ითამაშა და 5 ქულით ჯგუფური ეტაპიც დაძლია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობდა და ჩვენმა გუნდმა პირველივე ცდაზე მოახერხა ჯგუფიდან გასვლა.
ჯერჯერობით, რამაზ სვანაძის გუნდის მეტოქე ცნობილი არ არის. მეოთხედფინალში ჩვენს სავარაუდო მეტოქეებს შორის გერმანია, ისრაელი და ჩეხეთი არიან.
🇬🇪 Co-hosts and debutants Georgia win Group A!#U21EURO pic.twitter.com/P4ex04kf8L
— UEFA U21 EURO (@UEFAUnder21) June 27, 2023