Belive

კარლო ანჩელოტი: "ოქროს ბურთს ვინისიუსი მოიგებს"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2023 წლის ყველა მნიშვნელოვანი ტურნირი დასრულებულია. როგორც სანაკრებო ისევე საკლუბო დონეზე სხვადასხვა ქვეყნისა თუ კონტინენტის ჩემპიონები გამოვლინდნენ. ახლა კი დროა წლის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდეს.

ოქროს ბურთის წლევანდელ გათამაშებაში ევროპელი ფეხბურთელები ჭარბობენ. საუკეთესო ხუთეულიდან 3 ევროპელია. GOAL-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში ვინისიუსი ერთ-ერთი ფავორიტია.

"რეალ მადრიდის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი თვლის, რომ ოქროს ბურთს სწორედ ბრაზილიელი მოიგებს.

ჩემი აზრით, ოქროს ბურთს ვინისიუსი მოიგებს. კარვახალიც კარგი იყო. ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი მოიგო. გარდა ამისა, ფინალში გოლიც გაიტანა.

მაგრამ, ვინისიუსი... ახალგაზრდაა, ნიჭიერი, ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მანაც მოიგო. ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ნახევარფინალში გაიტანა. მიუნხენში ორჯერ აიღო მეტოქის კარი.

ჯუდსაც საოცარი სეზონი ჰქონდა. ჩემპიონთა ლიგის და ლა ლიგის მოგება დიდი სიურპრიზი იყო. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

როდრიც საოცარი ნახევარმცველია, ერთ-ერთი საუკეთესო. - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ

გასულ სეზონში ვინისიუსმა "რეალის" მაისურით 39 მატჩი ჩაატარა და 24 გოლთან ერთად, 11 ასისტიც შეასრულა.

კოპა ამერიკაზე ბრაზილიელმა 5 შეხვედრა ჩაატარა და პარაგვაისთან ორი გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები