საქართველო - შოტლანდია: ურთიერთშეხვედრების ისტორია
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ნაცნობ და ისეთ მეტოქეს დაუპირისპირდება, რომელთანაც მიუხედავად ისტორიულ ურთიერთშეხვედრებში არაფავორიტის სტატუსის ქონისა, რამდენიმე ხმაურიანი გამარჯვების მოპოვება უკვე მოუხერხებია.
ზოგადად, ბრიტანულ ნაკრებებთან თამაში საქართველოს ნაკრებისთვის არც ისე ნეგატიური სტატისტიკით ხასიათდება და არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრის გამორჩევაც შეიძლება, რაც შეეხება უშუალოდ შოტლანდიის ეროვნულ გუნდს, რომელსაც მესამე ტურის ეგიდით უნდა დავუპირისპირდეთ, აქამდე საფეხბურთო მოედანზე ოთხჯერ შევხვდით და მოგებათა რაოდენობა მეტოქესთან თანაბრად გავინაწილეთ, მთლიანობაში ოთხივე მატჩის პერიპეტიები კი შემდეგნაირია:
I მატჩი: 2007 წლის 4 მარტი
ტურნირი: უეფას ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, B ჯგუფი
ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 2:1
სტადიონი: ჰამპდენ პარკი, (გლაზგო, შოტლანდია)
დასწრება: 50 850
გოლი: შოთა არველაძე - 1:1 (41)
შემადგენლობა: გიორგი ლომაია - ზაალ ელიავა, ზურაბ ხიზანიშვილი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი შაშიაშვილი, ვლადიმერ ბურდული (დავით სირაძე, 57), ლევან კობიაშვილი (კ), ზურაბ მენთეშაშვილი (გოგიტა გოგუა, 46), ლევან ცქიტიშვილი (დავით მუჯირი, 92), შოთა არველაძე, გიორგი დემეტრაძე
ყვითელი ბარათი: ზურაბ მენთეშაშვილი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი დემეტრაძე
მსაჯი: ნიკოლაი ვოლკუარტსი (დანია)
მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიულიერი (გერმანია)
II მატჩი: 2007 წლის 17 სექტემბერი
ტურნირი: უეფას ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, B ჯგუფი
ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ: 2:0
სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, დინამო არენა (თბილისი, საქართველო)
დასწრება: 30 000
გოლები: ლევან მჭედლიძე 1:0 , დავით სირაძე - 2:0
შემადგენლობა: გიორგი მაკარიძე - ლევან ყენია (ილია კანდელაკი, 79), ზურაბ ხიზანიშვილი (კ), დავით კვირკველია, ლაშა სალუქვაძე, გიორგი შაშიაშვილი, მალხაზ ასათიანი, ჯაბა კანკავა, ზურაბ მენთეშაშვილი, დავით სირაძე (ლაშა ჯაკობია, 89), ლევან მჭედლიძე (ალექსანდრე კახაძე, 85)
ყვითელი ბარათი: ჯაბა კანკავა, მალხაზ ასათიანი
მსაჯი: კნუტ კიხერი (გერმანია)
მთავარი მწვრთნელი: კლასუს ტოპმიულერი (გერმანია)
III მატჩი: 2014 წლის 11 ოქტომბერი
ტურნირი: უეფას ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, D ჯგუფი
ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 1:0
სტადიონი: ქსი (გლაზგო, შოტლანდია)
დასწრება: 34 719
შემადგენლობა: გიორგი ლორია - გია გრიგალავა, აკაკი ხუბუტია, დავით კვირკველია (თორნიკე ოქრიაშვილი, 46), საბა კვირკველია, უჩა ლობჟანიძე, მურთაზ დაუშვილი, ჯაბა კანკავა (კ), გიორგი პაპავა (ირაკლი ძარია, 70), ვაკო ყაზაიშვილი (გიორგი ჭანტურია, 80), ნიკა გელაშვილი
ყვითელი ბარათი: გიორგი პაპავა, მურთაზ დაუშვილი
მსაჯი: მიროსლავ ზელინკა (ჩეხეთი)
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
IV მატჩი: 2015 წლის 4 სექტემბერი
ტურნირი: უეფას ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, D ჯგუფი
ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ: 1:0
სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, დინამო არენა (თბილისი, საქართველო)
დასწრება: 23 000
გოლი: ვაკო ყაზაიშვილი - 1:0 (37)
შემადგენლობა: ნუკრი რევიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, გურამ კაშია, დავით კვირკველია, უჩა ლობჟანიძე, გიორგი ნავალოვსკი, ჯანო ანანიძე (მურთაზ დაუშვილი, 82), ჯაბა კანკავა (კ), თორნიკე ოქრიაშვილი (გიორგი მერებაშვილი, 71), ვაკო ყაზაიშვილი, ლევან მჭედლიძე (მათე ვაწაძე, 90)
ყვითელი ბარათი: გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ნავალოვსკი
მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი)
მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ცხადაძე