Belive

საქართველო - ყაზახეთი: ურთიერთშეხვედრების ისტორია

2 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ

უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი დასრულებულია. საქართველოს ნაკრები აღნიშნული გათამაშების C დივიზიონის ტრიუმფატორი გუნდი გახდა. გარდა იმისა, რომ 5 გამარჯვებისა და 1 ფრის დამსახურებით ვილი სანიოლის გუნდმა საკუთარი ჯგუფის მოგება მოახერხა, 16 დაგროვილი ქულით 4 გამარჯვებულს შორის საუკეთესოც აღმოჩნდა და სასურველ შედეგს ზედმიწევნით მიაღწია.

მას შემდეგ, რაც პარალელურ ჯგუფში საბერძნეთის ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიას - 3:1 აჯობა, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქე ნახევარფინალში ყაზახეთი იქნება.

შესაძლოა ისე მოხდეს, რომ როგორც საქართველოს, ისე ყაზახეთის ნაკრებები ევრო 2024-ზე ევროპის ჩემპიონატის კლასიკური შესარჩევი ეტაპიდან გავიდნენ, ამ შემთხვევაში პლეი-ოფში თამაში საჭირო აღარ გახდება, თუმცა თუ ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპით ვერცერთმა ამ ნაკრებმა ვერ ისარგებლა, მაშინ 2024 წლის მარტში, საქართველო ყაზახეთს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრებისთვის ყაზახეთი უცხო გუნდი ნამდვილად არ არის, ამიტომ შევეცდებით ჩვენსა და ყაზახეთის ეროვნულ გუნდებს შორის ჩატარებული ურთიერთშეხვედრები გავიხსენოთ.

მატჩი:

საქართველოს ნაკრების გამარჯვება: 3

ფრე: 2

ყაზახეთის ნაკრების გამარჯვება:

I მატჩი: 2005 წლის 17 აგვისტო 

ტურნირი: მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

ანგარიში: 2:1 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ

სტადიონი: ცენტრალური სტადიონი, ალმა ატა, ყაზახეთი

დასწრება: 9 000

გოლები: გიორგი დემეტრაძე (50, 82)

შემადგენლობა: გიორგი ლომაია - ზურაბ ხიზანიშვილი, კახა ალადაშვილი (დავით ოდიკაძე, 78), გიორგი გახოკიძე, კახა კალაძე, - ჯაბა კანკავა, ლევან კობიაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი, ლევან ცქიტიშვილი - გიორგი დემეტრაძე (გიორგი განუგრავა, 90), ალექსანდრე იაშვილი (დავით მუჯირი, 67). 

ყვითელი ბარათი: ზურაბ ხიზანიშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი, კახაბერ ალადაშვილი, ლევან ცქიტიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: გაიოზ დარსაძე.

II მატჩი: 2005 წლის 8 ოქტომბერი

ტურნირი: მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

ანგარიში: 0:0

სტადიონი: მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, თბილისი, საქართველო

შემადგენლობა: ნუკრი რევიშვილი - კახაბერ მჟავანაძე, ლაშა სალუქვაძე, მალხაზ ასათიანი, კახა კალაძე, გიორგი განუგრავა - ჯაბა კანკავა, ლევან კობიაშვილი - მიხეილ აშვეთია (რატი წინამძღვრიშვილი, 86), გიორგი დემეტრაძე, დავით მუჯირი.

ყვითელი ბარათები: მალხაზ ასათიანი, ლევან კობიაშვილი. 

მთავარი მწვრთნელი: გაიოზ დარსაძე.

III მატჩი: 2013 წლის 14 აგვისტო

ტურნირი: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

სტადიონი: ასტანა არენა, ასტანა, ყაზახეთი

ანგარიში: 1:0 მეტოქის სასარგებლოდ

დასწრება: 13 500

შემადგენლობა: ნუკრი რევიშვილი - ალექსანდრე ამისულაშვილი, გია გრიგალავა (დავით კვირკველია, 64), გურამ კაშია (შოთა გრიგალაშვილი, 82) ზურაბ ხიზანიშვილი - ჯანო ანანიძე (ელგუჯა გრიგალაშვილი, 46), ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე, თორნიკე ოქრიაშვილი (ვლადიმერ დვალიშვილი, 46), დავით თარგამაძე (ნიკოლოზ გელაშვილი, 68), ირაკლი სირბილაძე (ლევან მჭედლიძე, 46).

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.

IV მატჩი: 2016 წლის 29 მარტი

ტურნირი: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"

დასწრება: 15 000

ანგარიში: 1:1 

გოლი: თორნიკე ოქრიაშვილი (38)

შემადგენლობა: ნუკრი რევიშვილი - ალექსანდრე ამისულაშვილი (სოლომონ კვირკველია, 46), გურამ კაშია, უჩა ლობჟანიძე (მათე ვაწაძე, 89), გიორგი ნავალოვსკი - გიორგი აბურჯანია (ნიკა კვეკვესკირი, 78), ჯანო ანანიძე (ლევან ყენია, 78), ჯაბა კანკავა - თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჭანტურია (ნიკა კაჭარავა, 46). 

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი.

V მატჩი: 2018 წლის 6 სექტემბერი

ტურნირი: უეფას ერთა ლიგა, D დივიზიონი, ჯგუფური ეტაპი

სტადიონი: "ასტანა არენა", ასტანა, ყაზახეთი

ანგარიში: 2:0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ

გოლები: გიორგი ჩაკვეტაძე (69), სერგეი მალი (74, ავტო-გოლი)

შემადგენლობა: გიორგი ლორია - გურამ კაშია, სოლომონ კვირკველია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი ნავალოვსკი - გიორგი ჩაკვეტაძე (თორნიკე ოქრიაშვილი, 75), ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი მერებაშვილი - ვაკო ყაზაიშვილი (დავით ხოჭოლავა,84), გიორგი ქვილითაია (ვაკო გვილია, 65).

ყვითელი ბარათი: გიორგი ნავალოვსკი (6).

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი.

VI მატჩი: 2018 წლის 19 ნოემბერი

ტურნირი: უეფას ერთა ლიგა, D დივიზიონი, ჯგუფური ეტაპი

სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"

დასწრება: 46 686

გოლები: გიორგი მერებაშვილი (59), გიორგი ჩაკვეტაძე (84)

შემადგენლობა: გიორგი ლორია - ლაშა დვალი, გურამ კაშია, სოლომონ კვირკველია, ოთარ კაკაბაძე (დავით ხოჭოლავა, 86), - გიორგი ჩაკვეტაძე (გიორგი აბურჯანია, 90), ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია (ნიკა კაჭარავა, 75), გიორგი მერებაშვილი - ვაკო ყაზაიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი.

სხვა სტატიები