Belive

საქართველო - კვიპროსი: ურთიერთშეხვედრების ისტორია

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, საქართველოს ნაკრები კვიპროსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ხმელთაშუაზღვის კუნძულზე 17 ივნისს ითამაშებს, იქამდე კი ურიგო არ იქნება, თუ ორი ნაკრების ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიას თვალს გადავავლებთ.

ისტორიაში, საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებები ერთმანეთს სულ 6-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 2 მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ერთი ფრედ, 3-ში კი გამარჯვებას მეტოქემ მიაღწია.

პირველად ამ ნაკრებების გზები 1992 წელს გადაიკვეთა, ბოლოს კი 2017-ში. მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 6 გოლი გაუტანა, საკუთარ კარში კი 7 მიიღო.


I მატჩი: 1992 წლის 22 დეკემბერი

ტურნირი: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 1:0

სტადიონი: ანტონის პაპადატოპულოსის სტადიონი (ლარნაკა, კვიპროსი)

დასწრება: 1 000

შემადგენლობა: აკაკი დევაძე - სოსო ჭედია, კახაბერ ცხადაძე (თემურ კაბისაშვილი, 46), მურთაზ შელია, გია ჯიშკარიანი (კ), დავით ცომაია, თემურ ქეცბაია, კახაბერ გოგიჩაიშვილი, კახა კაჭარავა, დავით ყიზილაშვილი (მიხეილ ჯიშკარიანი), გიორგი დარასელია (გიორგი ნემსაძე, 66)

ყვითელი ბარათი: თემურ ქეცბაია, დავით ცომაია

მსაჯი: ონისიფორუ (კვიპროსი)

მთავარი მწვრთნელი: გიგა ნორაკიძე (საქართველო)


II მატჩი: 1996 წლის 27 მარტი

ტურნირი: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ: 2:0

სტადიონი: ცირიონ სტადიონი (ლიმასოლი, კვიპროსი)

დასწრება: 2 000

გოლები: თემურ ქეცბაია (53), გოჩა ჯამარაული (64)

შემადგენლობა: ირაკლი ზოიძე - მურთაზ შელია, კახაბერ ცხადაძე, გიორგი ღუდუშაური (მამუკა მაჭავარიანი, 85), კახი გოგიჩაიშვილი, გოჩა ჯამარაული, თემურ ქეცბაია, დიმიტრი კუდინოვი, გიორგი ნემსაძე, შოთა არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი (კახა კალაძე, 70)

ყვითელი ბარათი: მურთაზ შელია, თემურ ქეცბაია

მსაჯი: ანდრეას გიორგიუ (კვიპროსი)

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე


III მატჩი: 2004 წლის 19 თებერვალი

ტურნირი: კვიპროსის ტურნირი

ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 3:1

სტადიონი: მაკარიო არენა (ნიქოზია, კვიპროსი)

დასწრება: 1 500

გოლი: გიორგი გაბიდაური - 2:1 (56)

შემადგენლობა: დავით გვარამაძე - რევაზ ქემოკლიძე, მამუკა წერეთელი (ლევან მაღრაძე, 80), გიორგი შაშიაშვილი, დავით კვირკველია, ვიტალი დარასელია, გიორგი ნემსაძე (კ, ლევან კორღალიძე, 80), ალექსანდრე გოგობერიშვილი (ლევან მელქაძე, 71), გიორგი გაბიდაური, გიორგი ქინქლაძე, სანდრო იაშვილი.

მსაჯი: სერგეი კაპანინი (ყაზახეთი)

მთავარი მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა.


IV მატჩი: 2008 წლის 11 ოქტომბერი

ტურნირი: ფიფას მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 

ანგარიში: 1:1

გოლი: ლევან კობიაშვილი - 1:1 (73)

სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, დინამო არენა (თბილისი, საქართველო)

დასწრება: 42 000

შემადგენლობა: გიორგი ლომაია - უჩა ლობჟანიძე, ლაშა სალუქვაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი შაშიაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი, ლევან ყენია (ბექა გოცირიძე, 64), ლუკა რაზმაძე, ლევან კობიაშვილი (კ), ლევან მჭედლიძე (რატი ალექსიძე, 74), ალექსანდრე იაშვილი

ყვითელი ბარათი: ლაშა სალუქვაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან მჭედლიძე, რატი ალექსიძე

მსაჯი: რადეკ მატეიეკი (ჩეხეთი)

მთავარი მწვრთნელი: ჰექტორ რაულ კუპერი (არგენტინა)

https://www.youtube.com/watch?v=TrqsNcZHI9Q

V მატჩი: 2009 წლის 28 მაისი

ტურნირი: ფიფას მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 2:1

სტადიონი: ანტონის პაპადატოპულოსის სტადიონი (ლარნაკა, კვიპროსი)

დასწრება: 1 151 

გოლი: ლევან კობიაშვილი - 2:1 (71, პენალტი)

შემადგენლობა: გიორგი ლომაია - უჩა ლობჟანიძე, ლაშა სალუქვაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი შაშიაშვილი, ალექსანდრე კვახაძე, ალექსანდრე იაშვილი, დავით ოდიკაძე, ლევან კობიაშვილი (კ), ლევან მჭედლიძე (დავით სირაძე, 28), ლუკა რაზმაძე, ბექა გოცირიძე

ყვითელი ბარათი: უჩა ლობჟანიძე, გიორგი შაშიაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ბექა გოცირიძე

მსაჯი: ფრედი ფაუტრელი (საფრანგეთი)

მთავარი მწვრთნელი: ჰექტორ რაულ კუპერი (არგენტინა)


VI მატჩი: 2017 წლის 10 ნოემბერი 

ტურნირი: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ: 1:0

სტადიონი: თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი (გორი, საქართველო)

დასწრება: 4 100 

გოლი: გიორგი ქვილითაია - 1:0 (24)

შემადგენლობა: გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა, გურამ კაშია, ჯაბა კანაკავა (კ), ვაკო ყაზაიშვილი (საბა ლობჟანიძე, 67) ნიკა კვეკვესკირი (გიორგი აბურჯანია, 82), გიორგი ქვილითაია (ნიკა კაჭარავა, 82), გიორგი პაპუნაშვილი (ვაკო გვილია, 74), გიორგი ნავალოვსკი (გია გრიგალავა, 82), გიორგი მერებაშვილი (ირაკლი სიხარულიძე, 82)

ყვითელი ბარათი: ოთარ კაკაბაძე

მსაჯი: სურენ ბაილიანი (სომხეთი)

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი)

https://www.youtube.com/watch?v=ORosEKfQHQo


სხვა სტატიები