Belive

შარლე დე კეტელაერე: "საქართველოს ნაკრებმა ხასიათი და სულისკვეთება აჩვენა"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ევროპის 21-წლამდელთა 2023 წლის ჩემპიონატის A ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრის წინ, ბელგიის ნაკრების​ ერთ-ერთმა ლიდერმა და "მილანის" ნახევარმცველმა, შარლე დე კეტელაერმა საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა.

"როგორც ჩვენმა მწვრთნელმა აღნიშნა ნიდელრანდების ნაკრების წინააღმდეგ გუნდური სულისკვეთებით და ხარისხით ვითამაშეთ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ვფიქრობ ჩვენმა მეტოქემ ხასიათი და სულისკვეთება აჩვენა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ კარის მშრალად შენახვა მარტივი ამოცანა არ არის", - თქვა შარლე დე კეტელაერმა.

საქართველოსა და ბელგიის ნაკრებების შეხვედრა A ჯგუფის ეგიდით 24 ივნისს, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი

სხვა სტატიები