Belive

კვიპროსული მედია: "გოჩოლეიშვილის დამატება ექს-ჩემპიონს სურს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კვიპროსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების და დონეცკის "შახტარის" შემტევი ნახევარმცველის დამატებით კვიპროსის ექს-ჩემპიონი ლიმასოლის "აპოლონი" ინტერესდება.

kerkida.net-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "აპოლონს" სურს ისეთი ახალგაზრდები დაიმატოს, რომელიც გუნდს შედეგებს მალევე მოუტანს და ამავე დროს მომავლის ინვესტიციაც იქნება. ამ სიაში კი ერთ-ერთი მოწინავე 22 წლის ქართველი, უნივერსალური თვისებების მქონე ფეხბურთელია.

ნათქვამია ისიც, რომ კვიპროსელები უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბთან კომუნიკაციაში არიან და შესაძლოა ამ ქვეყნის წარმომადგენელი სხვა ნიჭიერი ფეხბურთელებიც დაიმატონ.

გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელიც ამჟამად საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე გამოდის, "შახტარში" მიმდინარე წლის დასაწყისში "საბურთალოდან" გადაბარგდა და 17 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა და ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.

სხვა სტატიები