Belive

სანტუში: ,,თამაშში შესვლას დიდი დრო დასჭირდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, მაროკოსთან წაგებული მატჩი შეაფასა:

,,პირველ ტაიმში სირთულეები გაჩნდა და თამაშში შესვლას დიდი დრო დასჭირდა.

მოგების დიდი სურვილი გვქონდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ფეხბურთელები თავდაჯერებულები იყვნენ, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მომენტები გვქონდა, მთელი ძალით ვერ ითამაშეს. ვერ შევძელით, მაგრამ მოთამაშეებმა ბევრი იბრძოლეს.

ხვალ ლისაბონში გავფრინდები და ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად ჩემს მომავალზე ვისაუბრებთ'' - განაცხადა სანტუშმა.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში პორტუგალია მაროკოსთან 0:1 დამარცხდა.

მაროკოელთა მომავალი მეტოქე დღეს ინგლისისა და საფრანგეთის დაპირისპირებაში გაირკვევა.

სხვა სტატიები